საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და „გარდენია შევარდნაძეს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე და „გარდენია შევარდნაძის" მფლობელი ზურაბ შევარდნაძე შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში ეროვნული ბიბლიოთეკის ქუთაისში მდებარე ნიკო ნიკოლაძის სახელობის კორპუსის ეზოში „ცისფერყანწელების" ბაღი მოეწყობა.
„მაისის დიდი შეთანხმებებიდან მეორე: დღეს Gardenia shevardnadze - მ და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა • National Library of Georgia - მ მემორანდუმი გააფორმეს და ქუთაისში, ეროვნული ბიბლიოთეკის ნიკო ნიკოლაძის სახელობის წიგნთსაცავის ეზოში ცისფერყანწელების ბაღს მოვაწყობთ", - აცხადებს გიორგი კეკელიძე.