ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალი სამკითხველო გაიხსნა
 18/10/2023

ეროვნულ ბიბლიოთეკასა და მასტერქარდს შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში, ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში მდებარე „ლიბერთიდარბაზში" თანამედროვე ტიპის სამკითხველო გაიხსნა.

ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლის, თენგიზ მოდუს დიზაინით შექმნილ სამკითხველოში ძირითადად ბიბლიოთეკის უახლესი გამოცემები და ფინანსური ლიტერატურაა განთავსებული. 

„მსოფლიო ბრენდ Mastercard - თან თანამშრომლობის პირველი შედეგი: ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალგაზრდული სამკითხველო გავხსენით. თანამშრომლობა გრძელდება. მსგავსი სამკითხველოების გახსნა რეგიონებშიც იგეგმება", - ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.