4 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და გლობალური გადახდებისა და ტექნოლოგიების წამყვან კომპანია Mastercard-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
თანამშრომლობის მიზანია საქართველოში ფინანსური განათლების განვითარების ხელშეწყობაა. პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილია ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფინანსური ლიტერატურის კუთხის მოწყობა (კუთხეს თანამედროვე და ამავე დროს ორიგინალური ფორმა ექნება), საჯარო ლექციებისა და სხვადასხვა საინტერესო აქტივობის ორგანიზება.
ღონისძიებას დაესწრებიან ეროვნული ბანკისა და Mastercard-ის გლობალური წარმომადგენლები.