ეროვნულ ბიბლიოთეკაში „თბილისის არქიტექტურის ბიენალეს“ კუთხე გაიხსნება
 27/05/2024

მალე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკულ დარბაზში „თბილისის არქიტექტურის ბიენალეს" კუთხე გაიხსნება. ამისთვის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცეს როგორც ქართული, ისე უცხოენოვანი წიგნები მსოფლიო არქიტექტურაზე.

ფონდი უახლესი ლიტერატურით მუდმივად განახლდება.