ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში კომპანია „გალფის" პროექტ „მომავალი ჩვენიას" ფარგლებში 2023 წელს ჩატარებულ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ასი საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტის დაჯილდოება გაიმართა.
კომპანია „გალფმა" სტუდენტებს ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიური სტიპენდია (300 ლარი) დაუნიშნა. ღონისძიება ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით გაიმართა.
„მორიგი სასიხარულო ამბავი: 100 საუკეთესო პირველკურსელს ყოველთვიური სტიპენდია დაენიშნა - 300 ლარის ოდენობით. 100 სტიპენდიატი შარშანაც გამოვლინდა და მათგან საუკეთესოები ნეაპოლში, ხვიჩა კვარაცხელიას შევახვედრეთ. და საოცარი ბონუსი - საქართველოს თითოეული რეგიონიდან შეირჩა საუკეთესო ქულების მქონე ერთი სტუდენტი - სულ 10 პირველკურსელი, რომლებიც კომპანია Gulf Georgia -ის ინიციატივით, 22-28 იანვარს გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, სან ფრანცისკოში, სადაც ზაზა ფაჩულიასთან ერთად დაესწრებიან NBA-ს მატჩს და Silicon Valley-ზე ესტუმრებიან მსოფლიო ბრენდების შტაბბინებს, მათ შორის ისეთი დიდი კომპანიების კამპუსებს, როგორიცაა Google, Facebook და სხვა", - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.