ეროვნული ბიბლიოთეკა დაუნის სინდრომის მსოფლიო კამპანიას უერთდება
 21/03/2023

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ეს დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერაა დაარსებული და 2006 წლიდან აღინიშნება.

„ეროვნული ბიბლიოთეკა ყოველწლიურად უერთდება ამ კამპანიას და მომავალშიც ასე გაგრძელდება", - აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე მიზნად ისახავს საზოგადოების მეტად ინფორმირებას, ცნობიერების ამაღლებასა და ამ სინდრომის მქონე ადამიანთა აქტიურ ჩართვას ყოველდღიურ ცხოვრებაში.