ეროვნული ბიბლიოთეკა ევროპის ციფრული ფორუმის კონფერენციაზე
 23/06/2023

 

  19-21 ივნისს, ფინეთში, ტამპერეს უნივერსიტეტში, ევროკავშირის დიგიტალური ფორუმის კონფერენცია EURODIG 2023 გაიმართა, რომელსაც მრავალი ქვეყნის ინტერნეტის საზოგადოების წარმომადგენლობა ესწრებოდა. 

კონფერენციის თემა იყო "ინტერნეტი რთულ ეპოქაში: რისკები, მედეგობა, იმედები" და მასზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა სფეროში ციფრული განვითარების პრობლემები, საჭირო მოთხოვნები და შესაძლებლობები.  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში წარმოქმნილ საკითხებს, რომლებიც პანდემიამ და უკრაინის მოვლენებმა საერთაშორისო დღის წესრიგში დააყენა. კონფერენციას ესწრებოდა საერთაშორისო საბიბლიოთეკო გაერთიანებებისა და ორგანიზაციების ფედერაციის წარმომადგენლობა,  რომლის თემა იყო საბიბლიოთეკო სფეროში მიმდინარე ციფრული სიახლეები და პერსპექტივები. საგანგებო შეხვედრაზე, რომლის თემა იყო "ინტერნეტის აზრიანი სარგებლიანობა ადამიანებისთვის", დისკუსია ეხებოდა თანამედროვე ეპოქის გამოწვევებსა და მათი ათვისების შესაძლებლობებს.  დისკუსის უძღვებოდნენ: იფლას პოლიტიკისა და ადვკოკატირების ოფისის დირექტორი, სტივენ ვაიბერი, ინტერნეტ მმართველობის ფორუმის წარმომადგენელი, ნანა ამო ადო და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელი, მაია სიმონიშვილი.  დიდი დრო დაეთმო საქართველოში საბიბლიოთეკო სიახლეებს, განხილული იყო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობა და თანამშრომლობა,  რომლის შესახებ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკული დარბაზის კურატორმა და საბიბლიოთეკო ფედერაციის ევროპის კომიტეტის წევრმა, მაია სიმონიშვილმა ისაუბრა, შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

https://akhaliganatleba.ge/%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A2-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93/