საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტ L'Orientale-ს სრულ პროფესორ გაგა შურღაიასა და ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარ სოსო დანელიას შეხვდა.
შეხვედრა შეეხო ეროვნული ბიბლიოთეკის სამომავლო თანამშრომლობას ვატიკანის სამოციქულო ბიბლიოთეკასთან და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტ L'Orientale-სთან კონტაქტების გაცვლისა და ერთობლივი სამეცნიერო საქმიანობის მიზნით.