ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი გამოცემა - კომპაქტ-დისკი უნიკალური ჩანაწერებით
 11/11/2019

ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიოვიზუალური გამოცემების განყოფილებამ კომპაქტ-დისკი გამოსცა, რომელშიც შესულია გალაკტიონ ტაბიძის, აკაკი წერეთლის, გიორგი ლეონიძის, იოსებ ნონეშვილის, მუხრან მაჭავარიანის და სხვების უნიკალური აუდიოჩანაწერები.

აუდიოჩანაწერები️ წლებია ინახება ეროვნული ბიბლიოთეკის სანოტო და აუდიოვიზუალური გამოცემების ფონდში. ახლა კი, ამ დისკის საშუალებით, ჩანაწერები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.