საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში მდებარე ივანე მაჩაბლის სახელობის დარბაზში იანვრიდან სარემონტო სამუშაოები დაიწყება.
„გილოცავთ! თაობათა ოცნება ახდა! დიდი და ისტორიული საქმე - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ლეგენდარული პირველი კორპუსის სრული რეაბილიტაცია იწყება და იწყება მაჩაბლის ბრწყინვალე დარბაზის აღდგენით. პროცესი სამშენებლო კომპანია ანაგი • Anagi Construction Company მხარდაჭერით განხორციელდება", - აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვენს გვერდით დგომა. ჩვენი კომპანიისთვის დიდი პასუხისმგებლობა და პატივია ამ საქმის ბოლომდე მიყვანა. ვეცდებით, სამუშაოები ყველა წესის დაცვით ჩავატაროთ", - განაცხადა კომპნია „ანაგის" დირექტორმა ზაზა გოგოტიშვილმა.