2 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყოველწლიური ლიტერატურული ესეების კონკურსი „წიგნიერი" გაიმართა.
კონკურსი ჩატარდა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
კონკურსანტებმა თავიანთი ქალაქების ბიბლიოთეკებში დაწერეს ესე თემაზე „თავისუფლება".
„ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურული კონკურსი ,,წიგნიერი" სკოლის მოსწავლეებისთვის დაიწყო. წელს კონკურსში თბილისელი, ფოთელი, ბათუმელი და ქუთაისელი მოსწავლეები მონაწილეობენ. წლევანდელი კონკურსი მილან კუნდერას ხსოვნას ეძღვნება. შერჩეულია საკუთრივ კუნდერას, ჰაველის, ორუელის და აკა მორჩილაძის ნაწარმოებები. თემა - #თავისუფლება", - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.
ჟიურის მიერ გამოვლენილი სამი საუკეთესო ესეს ავტორი დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით და საჩუქრებით.
კონკურსის მხარდამჭერებია არიან: თიბისი ბანკი, ელექტრონული წიგნები „საბა", ჩეხეთის საელჩო და სხვადასხვა გამომცემლობები.