საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო მომსახურებისა და ინფორმაციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს.
დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი ლაშა გოგეშვილი კოლეგებს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ წარუდგინა.
ლაშა გოგეშვილმა 2007 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კლასიკური ფილოლოგიის ბაკალავრის სპეციალობით. 2013-2015 წლებში გაიარა მაგისტრატურის კურსი. ამჟამად არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ბიზანტიური ლიტერატურის მიმართულებით. ლაშა გოგეშვილი კავკასიის უნივერსიტეტში ბიზანტიური ლიტერატურის ისტორიას ასწავლის. ის რამდენიმე სამეცნიერო წერილისა და თარგმანის ავტორია.
ბატონ ლაშას წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში.