ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ციხეების ბიბლიოთეკები განახლდება
 30/09/2023

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის თანამშრომლობის შედეგად ციხეების ბიბლიოთეკარები გადამზადდნენ. ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ციხეების ბიბლიოთეკების განახლებაც დაიწყო.   

„საოცრად ემოციური დღე გამოდგა: ქალთა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ბიბლიოთეკა განვაახლეთ. შევხვდი საოცარ ადამიანებს და მცირე ლექცია ჩავატარე: ,,დრო და სივრცე". პატიმარი ქალი, რომელმაც წერილი მომწერა ბიბლიოთეკაში ახალი წიგნების მიტანის და შეხვედრის სურვილის შესახებ - პრეზიდენტმა შეიწყალა. ჩვენ კი ქართული ციხეების ბიბლიოთეკების განახლება დავიწყეთ. მანამდე ყველა დაწესებულების ბიბლიოთეკარი გადავამზადეთ", - ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.