ეროვნული ბიბლიოთეკის რადიოს მხარდამჭერი კომპანია „შუხმანი“ გახდა
 05/07/2023

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯიას" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში დოკუმენტს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯიას" დირექტორმა ნინო აბრამიშვილმა.   

შეთანხმების თანახმად, კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯია" ეროვნული ბიბლიოთეკის რადიოს მხარდამჭერი გახდა.

„მორიგი ისტორიული შეთანხმება - კომპანია „შუხმანი" ეროვნული ბიბლიოთეკის რადიოს მხარდამჭერი გახდა. რადიო სულ მალე შემოგთავაზებთ საინტერესო პროექტებს", - აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.