ეროვნული ბიბლიოთეკის სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს სხდომა გაიმართა
 28/03/2023

28 მარტს ეროვნული ბიბლიოთეკის სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც საქართვლოს საბიბლიოთეკო ქსელში არსებული პრობლემები განიხილეს.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ, სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს ხელმძღვანელმა მირიან ხოსიტაშვილმა საქართველოს რეგიონული ბიბლიოთეკების სამართლებრივი სტატუსის შესახებ საკითხზე ისაუბრა.

საბიბლიოთეკო ფონდებიდან დოკუმენტების გარიცხვისა და ჩამოწერის წესის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, თინა ლომჯარიამ.  

საბიბლიოთეკო სისტემის რეფორმის საჭიროების შესახებ ისაუბრა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ ლებანიძემ.

საბჭო ამ საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს შეიმუშავებს.