ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები ხაშურის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ
 04/04/2025

ხაშურის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა ახალ, გარემონტებულ სივრცეში განთავსდა. განახლებულ სივრცეში მოეწყო წიგნების ახალი საცავი, ახალი სამკითხველო დარბაზები, მიმდინარეობს წიგნადი ფონდის განახლება.

3 აპრილს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია და დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი ხაშურის განახლებულ ბიბლიოთეკას ესტუმრნენ. ბიბლიოთეკის ფონდს გადაეცა უაახლესი ლიტერატურა, მათ შორის ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემები. განახლებული სივრცის გახსნის ღონისძიებაზე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს კონსტანტინე გამსახურდიამ და მირიან ხოსიტაშვილმა.

საუბარი შეეხო ეროვნული ბიბლიოთეკისა და ხაშურის ბიბლიოთეკის მომავალ თანამშრომლობას. ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა ხაშურელ კოლეგებს სამომავლო პროექტების განხორციელებაში სრული მხარდაჭერა აღუთქვეს.