ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ბერი ანდრიას ფონდს წიგნები გადასცა
 17/10/2023

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმი" ბერი ანდრიას ფონდს ეწვია. ფონდის ბიბლიოთეკა კიდევ ერთხელ განახლდა ახალი გამოცემებით.

„ბერი ანდრიას ფონდი/Monk Andrew's Foundation -ის ელჩი და მოხალისე მასწავლებელი ვიქნები. ეს საქმე ბარემ ორი წლის წინ უნდა დამეწყო, მაგრამ ჩემი დიდი კოლაფსის გამო, აბა რას ვიზამდი და აი, დღეს განვაახლეთ ჩვენი მეგობრობა - ბიბლიოთეკას ახალი წიგნები შევმატეთ, მათ, შორის ბენეფიციარების თხოვნით ,,ხვიჩაც" და ასევე შემეცნებითი სათამაშოები. მადლობა დედა თინათინს მეგობრობისთვის.
ფონდი სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს და მოზარდებს ეხმარება. ყოველი თვის ბოლოს, ტრადიციისამებრ, ფონდის წიგნის თაროსაც განვაახლებთ", - ამბობას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.