ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და შემოსავლების სამსახურმა მუხრანის სკოლას წიგნები გადასცეს
 01/06/2023

1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს, ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმის" წარმომადგენლები მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის საჯარო სკოლას ესტუმრნენ.

სკოლის მოსწავლეებს უახლესი ლიტერატურა გადაეცათ. წიგნები მათთვის შემოსავლების სამსახურმა შეიძინა.

„საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა სოფელ მუხრანში შემოსავლების სამსახური Revenue Service -ის დახმარებით ახალი წიგნები ჩავიტანეთ და ბავშვებს 1 ივნისი მოვულოცეთ", - აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.