„ისტორიული დღე: საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და და ვატიკანის ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა - ქართველი მეცნიერებისთვის უმნიშვნელოვანესი არქივები გაიხსნება, შეიქმნება ორმხრივი ციფრული ბაზები. გილოცავთ! მადლობა მხარდაჭერისთვის საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს", - აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.
რომში, ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით, ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა. მალე იტალიის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ქართული ფონდი განთავსდება. აქამდე პრატოში, ფლორენციაში, ნეაპოლში, მილანში მოეწყო ქართული სამკითხველოები. მალე ბარიში და ემპოლიშიც გაიხსნება ქართული წიგნის კუთხეები.