საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ კერძო კოლექციონერის არქივში ილია ჭავჭავაძის უნიკალური ხელნაწერი აღმოაჩინა და შეიძინა.
ეს წერილი აქამდე დაკარგულად ითვლებოდა - მის გამოქვეყნებას ილია 1866 წელს აპირებდა, მაგრამ ცენზურამ აუკრძალა. ტექსტი მოგვიანებით, უკვე შეცვლილი ფორმით, დაიბეჭდა.
ხელნაწერი ეროვნული ბიბლიოთეკის პრესის მუზეუმში დაიდებს ბინას.
შეუფასებელია ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორის, ლევან თაქთაქიშვილის წვლილი ამ ისტორიულ საქმეში.