ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა თბილისის ზღვისუბანში მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის ეზოში სკვერის ბიბლიოთეკა გახსნეს. წიგნის ბუდეში საკვირაო სკოლის მოსწავლეებისთვის უამრავი ახალი წიგნი განთავსდა.
„მცირე პაუზის შემდეგ კვლავ გავხსენით სკვერის ბიბლიოთეკა, ამჯერად ზღვისუბანში, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის ეზოში, სადაც შესანიშნავი საგანმანათლებლო სივრცეა მოწყობილი. საკვირაო სკოლის მოსწავლეებს უამრავი წიგნი მივუტანეთ და სამომავლოდაც დავპირდით მხარდაჭერას", - ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი.