კონსტანტინე გამსახურდია აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
 20/05/2024

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ფაიგ გულიევს შეხვდა.

აზერბაიჯანულმა მხარემ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. მხარეებმა ისაუბრეს ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებზე როგორც ისტორიულად, ისე თანამედროვეობაში.

გამოითქვა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და აზერბაიჯანის ნაციონალურ ბიბლიოთეკასთან გაფორმებული მემორანდუმის განახლებისა და შევსების სურვილი.

აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია და ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები ბაქოში მიიწვია.