23 მარტს სასტუმრო „ვინდემში" საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია ისრაელის ქნესეთის წევრს, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩეველს საგარეო პოლიტიკის საკითხებში არიელ ბულსტაინს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ისრაელის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთობისა და მომავალი თანამშრომლობის საკითხებს. აღინიშნა ისიც, რომ ისრაელში არსებული ჟაბოტინსკის ცენტრი, რომელიც დოკუმენტების დიდ დეპოზიტარიუმსა და ისტორიული კვლევების ცენტრს მოიცავს, დაინტერესებულია საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით.
ბატონმა არიელ ბულსტაინმა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს კონსტანტინე გამსახურდიას გააცნო ინფორმაცია ისრაელის კულტურისა და სპორტის მინიტსრის ქ-ნ მიკი ზოჰარის საქართველოში შესაძლო ვიზიტის შესახებ.