კონსტანტინე გამსახურდიას შეხვედრა მოსწავლეებთან
 30/03/2026

30 მარტს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის თამარ ჯაბადარის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ლიდერთა კლუბის წევრებს შეხვდა.

მოსწავლეთა ინტერესის გათვალისწინებით, შეხვედრა საქართველოს უახლეს ისტორიას შეეხო. კონსტანტინე გამსახურდიამ ისაუბრა 1918-1921 წლებში განვითარებულ მოვლენებზე, საბჭოთა სისტემის თავისებურებებზე, ამ რეჟიმის პირობებში აღმოცენებულ ეროვნულ მოძრაობაზე, მის ლიდერებსა და  მიზნებზე.

„საბჭოთა კავშირი (მათ შორის საბჭოთა საქართველოს საზღვრის ნაწილი) - ეს იყო მავთულხლართებით შემოსაზღვრული ქვეყანა, სადაც ადამიანებს არ ჰქონდათ უფლება ეთქვათ, რომ საქართველო დამოუკიდებელი არ არის. ეს იყო ქვეყანა, სადაც არსებობდა ცენზურა, იკრძალებოდა რელიგია. სწორედ ამ რეჟიმს შეეწინააღმდეგნენ ეროვნული მოძრაობის ლიდერები ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. ამ ბრძოლას მოჰყვა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები, მრავალპარტიული არჩევნები, 1990 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ და ამ რეფერენდუმის საფუძველზე, 1990 წლის 9 აპრილს გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობა", - აღნიშნა შეხვედრაზე კონსტანტინე გამსახურდიამ.

მოსწავლეებს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩაუტარდათ ექსკურსია: მათ დაათვალიერეს წიგნის მუზეუმი, სადაც გაეცნენ ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიას; დაათვალიერეს „ვეფხისტყაოსნების" კოლექცია, ილია ჭავჭავაძის პირადი ბიბლიოთეკა, ილიას კაბინეტი მისი ნაქონი მაგიდით.