კონსტანტინე ზ. გამსახურდიას წიგნის წარდგენა და დიდი მწერლისადმი მიძღვნილი ღონისძიება ზუგდიდში
 17/07/2025

ზუგდიდში, ნიკოსეული სასახლის დარბაზში, კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებისა და მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. წელს მწერლის გარდაცვალებიდან 50 წელი შესრულდა.

ღონისძიებაზე კონსტანტინე ზ. გამსახურდიას წიგნის, „სამშობლოსა და ერი-სახელმწიფოსთვის",  წარდგენაც გაიმართა.

კონსტანტინე ზ. გამსახურდია შეკრებილ საზოგადოებას კონსტანტინე გამსახურდიას ცხოვრებასა და მისი შემოქმედების მნიშვნელობაზე ესაუბრა, ასევე წარადგინა თავისი წიგნი „სამშობლოსა და ერი-სახელმწიფოსთვის".

გამოცემა მწერლის, მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის, დისიდენტისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად  გამსახურდიას ბიოგრაფიულ პორტრეტს წარმოადგენს.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, გამომცემლობა „პალიტრა L"-ისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.