ლუიზიანას უნივერსიტეტი ეროვნულ ბიბლიოთეკას წიგნებს გადასცემს
 22/05/2024

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის შრევეპორტის კამპუსის სრულ პროფესორსა და კათედრის საპატიო გამგეს (Endowed Chair) ალექსანდრე მიქაბერიძეს შეხვდა.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცემა XVIII-XIX საუკუნის ისტორიის შესახებ წიგნები - რამდენიმე ასეული უნიკალური გამოცემა.

სტუმარმა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორ კონსტანტინე გამსახურდიასთან და საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორ ლევან თაქთაქიშვილთან ერთად ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმი და იშვიათ გამოცემათა საცავი დაათვალიერა.