12 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ და მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორმა ნინო ანჯაფარიძემ.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად განახორციელებენ საგანმანათლებლო პროექტებს.
თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოში საბიბლიოთეკო პოლიტიკის კოორდინაციას.