ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმი" ოკუპირებულ რეგიონებში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ბიბლიოთეკებს ფონდების განახლებისა თუ სხვა მიმართულებით წლებია მხარს უჭერს. ამჯერად „ეკვილიბრიუმი" გორის მუნიციპალიტეტის სოფლებს, დიცს, არბოსა და მერეთს ესტუმრა საქართველოს ფოსტასთან ერთად. ამ სოფლების ბიბლიოთეკებს წიგნები გადაეცათ.
„დიდი შეთანხმებების ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება დავიწყეთ: ახალი წიგნები ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მდებარე ყველა სოფელს. დიცს, არბოს და მერეთს ვესტუმრეთ", - ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მოძრაობა „ეკვილიბრიუმის" დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე.