პარლამენტის თავმჯდომარემ ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი დირექტორი წარადგინა
 21/01/2024

20 იანვარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებს ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია წარუდგინა.

„ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებს მადლობა გადავუხადე მრავალწლიანი საქმიანობისთვის, ახალ დირექტორს კი წარმატებები ვუსურვე საერთო ეროვნულ საქმეში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.