პატარძეულში სკვერის ბიბლიოთეკა გაიხსნა
 30/05/2023

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა პატარძეულში, გოგლა ლეონიძის სკოლაში, სკვერის ბიბლიოთეკა და განათლების ბაღი გახსნეს.

ეროვნული ბიბლიოთეკა აგრძელებს რეგიონებში ბიბლიოთეკების მხარდაჭერას, ასევე სკვერის ბიბლიოთეკების განთავსებას საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში.