პოლონელი სტუმრები ეროვნულ ბიბლიოთეკაში
 27/05/2021

27 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას პოლონეთის პირველი ლედი აგატა კორნჰაუსერ-დუდა და პოლონეთის კულტურის მინისტრი პიოტრ გლინსკი ესტუმრნენ.

სტუმრებმა დაათვალიერეს ეროვნული ბიბლიოთეკის ჰენრიხ ჰრინევსკის სახელობის დარბაზი. ამ პოლონელი მხატვრის მიერ შესრულებული დარბაზის ჭერის მოხატულობა სამი წლის წინ პოლონეთის მთავრობის მხარდაჭერით აღდგა. სტუმრები ასევე გაეცნენ ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში დაცულ პოლონურ იშვიათ გამოცემებს.

მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის გეგმებზეც ისაუბრეს.