საერთაშორისო სტანდარტული ნომრის აღების მსურველთა საყურადღებოდ!
 15/11/2020

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ISBN წიგნის, ISMN მუსიკალური გამოცემების, ISSN სერიული გამოცემების საერთაშორისო სტანდარტული ნომრების განყოფილება მთლიანად გადავიდა დისტანციურ მომსახურებაზე.

საერთაშორისო სტანდარტული ნომრის აღების მსურველებს და აღებული ნომრის შემდეგ გამოცემული ეგზემპლარების ბიბლიოთეკაში მოტანის მსურველებს გთხოვთ, დაუკავშირდეთ ამ განყოფილების ხელმძღვანელს ნინო სიმონიშვილს შემდეგ მისამართზე ninosim@hotmail.com