საქველმოქმედო პროექტი „ბერი ანდრიას ფონდისთვის“
 10/04/2023

10 აპრილს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ანსამბლ „სიმის" პროექტ „თანადგომის" ფარგლებში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. ღონისძიება ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ გახსნა.

კონცერტზე მოწვეულნი იყვნენ „ბერი ანდრიას ფონდის" ბენეფიციარები. საქველმოქმედო ღონისძიებაზე შემოსული თანხა მთლიანად მათ გადაეცათ.

ღონისძიება ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით გაიმართა. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ანსამბლი „სიმი" ფონდ „გურული დღიურების" სტიპენდიატიც იყო.