15 მაისს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ და სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ხელმძღვანელმა სოფიო აბულაშვილმა.
„ეს დოკუმენტი ითვალისწინებს ერთობლივ საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით და კულტურულ საქმიანობას, ასევე ცოდნისა და რესურსების გაზიარებას ორივე ინსტიტუციის განვითარებისათვის. ეროვნული ბიბლიოთეკისთვის განსაკუთრებული პატივია თანამშრომლობა იმ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემისთვის პროფესიონალ კადრებს ამზადებს. უსაფრთხოება ნებისმიერი სახელმწიფოს არსებობის, განვითარებისა და სუვერენიტეტის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია. დარწმუნებული ვარ, ამ ორ უწყებას შორის თანამშრომლობა იქნება წარმატებული, ნაყოფიერი და მრავალწლიანი", - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.