საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა თურქეთში, ქალაქ სინოპში, ,,სინოპის ქართული კულტურისა და მეგობრობის ასოციაციასთან" ერთად ქართული ბიბლიოთეკა გახსნეს.
ბიბლიოთეკას საჩუქრად უახლესი ლიტერატურა გადაეცა. გაიმართა შეხვედრები ასოციაციის წარმომადგენლებთან. ისაუბრეს მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე.