ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარში აზერბაიჯანულ საჯარო სკოლას ესტუმრნენ და სკოლის ბიბლიოთეკას 120 წიგნი, უახლესი ქართული ლიტერატურა, გადასცეს.
ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გიორგი კილაძემ აზერბაიჯანელ მოსწავლეებს ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული ბაზები გააცნო და მათი გამოყენების შესახებ ესაუბრა.
ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციაზე და მათი განათლებისა და წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნვა უკვე წლებია, ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.