ეროვნულ ბიბლიოთეკას უკრაინელი პოეტი ნატალია ტროხიმი ესტუმრა. ის თბილისის პირველი გიმნაზიის პირველკლასელებს შეხვდა და საშობაო ზღაპარი წაუკითხა.
პატარა მსმენელებმა ზღაპრით მიღებული შთაბეჭდილებები და საშობაო სიუჟეტები ფერადი ფანქრებით ფურცლებზე გადაიტანეს - საინტერესო ნახატები შექმნეს.
ღონისძიება ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა.