უკრაინის პრემიერ-მინისტრის საჩუქარი ეროვნულ ბიბლიოთეკას
 08/06/2021

8 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას უკრაინის ელჩი საქართველოში, იგორ დოლგოვი ეწვია. ელჩმა უკრაინის პრემიერ-მინისტრის გამოგზავნილი საჩუქარი გადმოგვცა - საბავშვო წიგნები ბიბლიოთეკის უკრაინული კუთხისათვის.

ეროვნული ბიბლიოთეკა უკრაინულ მხარეს მადლობას უხდის საჩუქრისთვის.