შეხვედრა ილინოისის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკართან
 13/09/2022

12 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ამერიკის შეერთებული შტატების ილინოისის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საერთაშორისო და რეგიონალური კვლევების განყოფილების წარმომადგენელი, ოლგა მარკოვა ესტუმრა. მას ეროვნული ბიბლიოთეკის მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ია გორგიშელი და ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზის კურატორი, მაია სიმონიშვილი შეხვდნენ.

საუბარი შეეხო მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს, მათ შორის, ბიბლიოთეკარებისთვის პროფესიული განათლების ხელშეწყობას, ციფრული რესურსების გაზიარებას, ერთობლივი პროექტების მომზადებასა და თანამშრომლობას. დაიგეგმა ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ილინოისის ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის მომზადება და განხორციელება.