7 აპრილს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში თბილისის 43-ე საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები მწერალ ელისო ჩუბინიძეს შეხვდნენ.
მწერალი მოსწავლეებს ლიტერატურის მნიშვნელობაზე და თავის შემოქმედებაზე ესაუბრა. სტუმარმა პატარა მსმენელების შეკითხვებსაც უპასუხა და მათი მოსაზრებებიც მოისმინა.