21 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ოთარ ჯანელიძის წიგნის, „გიორგი გვაზავა", წარდგენა გაიმართა.
წიგნი ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, თბილისის საქალაქო საბჭოს ხმოსნის, საქართველოს ეროვნული საბჭოს, საქართველოს პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების დეპუტატის, გიორგი გვაზავას ცხოვრებასა და საქმიანობას ეძღვნება.
წიგნი გამოცემულია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ. გამოცემის მხარდამჭერია თბილისის მერია.
წიგნის შექმნაში მონაწილეობდნენ: ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი და მკვლევარი სალომე ჭანტურიძე.