წლის საუკეთესო მკითხველები დაჯილდოვდნენ
 29/12/2023

საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ წლის საუკეთესო მკითხველები დაასახელა და საპატიო სიგელებითა და საჩუქრებით დააჯილდოვა.

მედეა თავდიშვილი, ოთარ ჯანელიძე და ზურაბ ქაფიანიძე ბიბლიოთეკარების რჩეულები გახდნენ. ისინი გამოარჩიეს ბიბლიოთეკისადმი ერთგულების, ეროვნული ბიბლიოთეკის სიახლეების მხარდაჭერის, გულშემატკივრობის, ბიბლიოთეკის თანამშრომლების მიმართ განსაკუთრებული პატივისცემისა და გულისხმიერების ნიშნით.

ეს არის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გამორჩეული მკითხველების დაჯილდოების პირველი შემთხვევა, რომელიც მომავალში ტრადიციად იქცევა.  

ეროვნული ბიბლიოთეკა ყველა მკითხველს ულოცავს დამდეგ შობასა და ახალ წელს!