7 ოქტომბერს ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მორიგი სკვერის ბიბლიოთეკა გახსნეს.
წიგნებით მომარაგდა წიგნის ბუდე, რომელიც ოტია იოსელიანის სახლმუზეუმის მინიმაკეტია.
ეროვნული ბიბლიოთეკა უკვე წლებია ამ პროექტს ახორციელებს და საქართველოს არაერთ რეგიონში ფუნქციონირებს სკვერის ბიბლიოთეკა. თითოეული მათგანის ფორმა კი რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე იცვლება. წიგნის ულამაზეს ბუდეებს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი თენგიზ მოდუ ამზადებს.
წყალტუბოში ადგილობრივ ახალგაზრდებს ჩაუტარდათ შემეცნებითი ლექცია საქართველოს ისტორიასა და წიგნიერების მნიშვნელობაზე.
„წყალტუბოში კიდევ ერთი სკვერის ბიბლიოთეკა მოვაწყვეთ. დიდი მადლობა აქაურებს საოცარი დახვედრისა და მასპინძლობისთვის", - განაცხადა ეროვნული ბიბლითეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.
„მადლობა ჩვენს პარტნიორ ProCredit Bank Georgia - პროკრედიტ ბანკი საქართველო - ს მხარდაჭერისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კერძო ორგანიზაცია, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, გვერდით უდგას სახელმწიფო სტრუქტურას და ერთად ზრუნავენ წიგნიერების ხელშეწყობაზე. ჩვენ ვაგრძელებთ მოქმედებას", - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა.