„1924 - ასი წელი აჯანყებიდან“ - საიუბილეო გამოცემა
 10/09/2024

„1924 - ასი წელი აჯანყებიდან" - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ერთობლივი გამოცემაა, რომელიც აჯანყების ასი წლისთავს ეძღვნება.

კრებულში თავმოყრილია პუბლიკაციები, რომლებიც მომზადებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში 1924 წლის აჯანყების შესახებ დაცული დოკუმენტების მიხედვით. არქივთან წვდომა ათეული წლების განმავლობაში აკრძალული იყო.  ამდენად, იქ დაცული დოკუმენტების შესახებ პუბლიკაციების გაცნობა მკითხველისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესოა. 

გამოცემას ერთვის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ ოთარ ჯანელიძის წინასიტყვაობა.