ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმი" სამეგრელოს, ზუგდიდს ეწვია და საზღვრისპირა სოფლების, ახალაბასთუმნის, რუხისა და რიყეს სკოლების ბიბლიოთეკები უახლესი ლიტერატურით მოამარაგა.
„ვაგრძელებთ დიდ საქმეებს! სამეგრელოს ვესტუმრეთ, ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მივედით და სამი სოფლის - ახალაბასთუმანი, რუხი, რიყე - სკოლები ახალი წიგნებით მოვამარაგეთ", - აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მოძრაობა „ეკვილიბრიუმის" დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე.
„ეკვილიბრიუმი" საქართველოს ფოსტის მხარდაჭერით მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს საზღვრისპირა სოფლების ბიბლიოთეკების განახლებას.