„ეკვილიბრიუმმა“ დუისის სკოლას წიგნები და კომპიუტერი გადასცა
 23/06/2023

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმი" 23 ივნისს პანკისის ხეობას, სოფელ დუისს ესტუმრა. ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა სოფელში არსებულ სკოლას უახლესი ლიტერატურა და კომპიუტერი გადასცეს.

ეს ვიზიტი იქაური ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან სკოლის შენობა ამჟამად არ ფუნქციონირებს, ამორტიზებულია, სკოლა კი ბრიტანელი ჟურნალისტის, როდი სკოტის ფონდმა შეიკედლა.

„პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში ჩავედით და იქაურ ახალგაზრდებს ახალი წიგნები გადავეცით. კომპანია solutivo-ს დახმარებით ადგილობრივებს კომპიუტერიც ჩავუტანეთ", - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, „ეკვილიბრიუმის" დამფუძნებელმა გიორგი კეკელიძემ.