„ეკვილიბრიუმმა“ ნარუჯას ბიბლიოთეკას 250 ახალი წიგნი გადასცა
 10/06/2023

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმის" წარმომადგენლებმა გურიაში დაბა ნარუჯას ბიბლიოთეკას 250 ახალი წიგნი ჩაუტანეს.    

„რამდენიმე თვეა, გურიაში, დაბა ნარუჯაში, შესანიშნავმა ახალგაზრდამ, თიკო აბაშიძემ და მისმა მეგობრებმა წიგნების შეგროვება დაიწყეს სოფლის ბიბლიოთეკისთვის. ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმი" მათი მხარდამჭერი გახდა. ჩვენ ნარუჯაში 250 ახალი წიგნი ჩავიტანეთ", - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.