ეროვნული ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო მოძრაობა „ეკვილიბრიუმი" დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოს სკოლას ესტუმრა. ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა სკოლის ბიბლიოთეკას უახლესი ლიტერატურა, ასამდე წიგნი გადასცეს.
„ეს არის 1800-ე სოფელი, სადაც წიგნები ჩავიტანეთ. „ეკვილიბრიუმი" აგრძელებს სოფლის ბიბლიოთეკების მხარდაჭერას", - ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მოძრაობა „ეკვილიბრიუმის" დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე.