„ქართულ-სომხური ურთიერთობები ტფილისის სომხურ პრესაში“ - ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი გამოცემა
 11/12/2023

„ქართულ-სომხური ურთიერთობები ტფილისის სომხურ  პრესაში" - ეროვნული ბიბლიოთეკის ამ ახალ, უაღრესად საინტერესო გამოცემაში პირველად მოიყარა თავი სომხურ გაზეთებში დაბეჭდილმა სტატიებმა.

კრებული მოიცავს გაზეთ „ორიზონსა" და გაზეთ „ჟოლოვრდი ძაინში" 1918 წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაბეჭდილ სტატიებს.

მასალა გამოსაცემად შეკრიბა, სომხურიდან ქართულად თარგმნა და კრებულს წინასიტყვაობა დაურთო ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და სტანდარტების განყოფილების თანამშრომელმა, არმენოლოგმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, გამოცემის რედაქტორმა ლია გიგაურმა. რედაქტორის ასისტენტი - ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და სტანდარტების განყოფილების თანამშრომელი თინათინ იოსავა.

ქართულ-სომხური ურთიერთობებით დაინტერესებული მკვლევრებისთვის და მკითხველებისთვის კრებული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესოა სწორედ იმით, რომ მასში სტატიები ქართულ ენაზეა თავმოყრილი.