კვირას
№10 2002-12-29
კვირას
მოგეხსენებათ, ფეხბურთის მეფე პელე სარეკლამო ბიზნესის დიდოსტატია. თუმცა, ბოლო დროს იგი რატომღაც არა ყავას, არამედ პოტენციის ასამაღლებელ წამალს უკეთებს რეკლამას. ამის გამო ბევრმა ჩათვალა, რომ 62 წლის პელეს ამ სახის პრობლემები აწუხებს და პოტენციის ასამაღლებელ აბებს თავადაც ბლომად ყლაპავს.
ფეხბურთის მეფე საწოლშიც მეფეა
- ვისაც ჩემი პოტენციის შესახებ ეჭვი გაუჩნდა, ძალიან ცდება, - ამბობს პელე, - ამ საქმეში ბევრ ახალგაზრდას ვაჯობებ. მსგავსი ...
№10 2002-12-29
კვირას
გასული წლის მიწურულის ქართული ფეხბურთის მთავარი ტრანსფერი უდავოდ ლევან მელქაძის "როსტსელმაშში" გადასვლა იყო. ახალგაზრდა, პერსპექტიული ფორვარდი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრის ვიცე-ბომბარდირი გახდა, უკვე როსტოვულ გუნდთან ერთადაა.
- ლევან, რატომ აირჩიეთ "როსტსელმაში"?
- კაცმა რომ თქვას, ამ ეტაპზე სხვა რეალური წინადადება არც მქონია. თანაც, მიმაჩნია, რომ ახლა "როსტესლმაშში" გადასვლა ჩემთვის ურიგო არ იქნება. რუსეთის ჩემპიონატი ...
№10 2002-12-29
კვირას
საშობაოდ იტალიურ მაღაზიებში მეტად უცნაური და საინტერესო მუსიკალური დისკი გამოჩნდა. მასზე ჩაწერილ თოთხმეტ საშობაო სიმღერას თვით ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და საფეხბურთო კლუბ "მილანის" მეპატრონე სილვიო ბერლუსკონი ასრულებს.
თურმე, სანამ მედიამაგნატი და ცნობილი პოლიტიკოსი გახდებოდა, იტალიის დღევანდელი მთავარი ხელისუფალი თავის დროზე ესტრადაზე გამოდიოდა და საზღვაო ლაინერების მგზავრებს ართობდა. ამგვარად სტუდენტი სილვიო ჯიბის ფულს შოულობდა. ეგ კი ...
№10 2002-12-29
კვირას
მსოფლიოში განთქმულმა გერმანელმა ჩოგბურთელმა ბორის ბეკერმა სპორტული ტანსაცმლის წარმოებას მიჰყო ხელი. 2003 წლის თებერვალში ევროპაში უკვე გაყიდვაში გამოვა BB -ს ფირმის ტანსაცმლის პირველი კოლექცია. აღნიშნულ საქონელს კომპანია Pრო-შპორტ დაამზადებს და ბეკერი საკუთარ ნაწარმს მთელი წელი რეკლამას გაუკეთებს. ამასთან, იგი მოლაპარაკებას აწარმოებს ავტოგიგანტ "დაიმლერ-ბენცთან" მას კვლავ სურს "მერსედესის" ავტომობილის რეკლამირება, რასაც წარმატებით აკეთებდა ...
№10 2002-12-29
კვირას
ალბათ, ყველაზე მეტი მისალოცი ბარათი წელსაც, ისე როგორც ყოველთვის, კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში გაიგზავნება. საყვარელი პრეზინდეტის გულის მოგებას თითოეული ჩინოვნიკი და პოლიტიკოსი თავისებურად შეეცდება. თავად ქვეყნის პირველი პირისგან ახალი წლის პირადად მილოცვის პატივი კი მთელ საქართველოს ექნება. ალბათ, ედუარდ შევარდნაძის წლიური ანგარიში აბსოლუტურად იგივე იქნება, რაც შარშან. პრეზიდენტი მთელ სამწყსოს კვლავაც ბედნიერი ხმით ამცნობს, რომ ...
№10 2002-12-29
კვირას
1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის ტრაგედიიდან თორმეტწლიანი ციკლი გასრულდა და საქართველო კვლავ ახალი წლის მოლოდინშია. მიუხედავად მნიშვნელოვანი პერიოდის გასვლისა, იმდროინდელი მოვლენების შედეგები დღესაც არასახარბიელოდ იჩენს ხოლმე თავს. მაშინდელ ამბებს ბევრი საგაზეთო წერილი მიეძღვნა და ალბათ, მალე დისერტაციებიც დაიწერება. როგორ შეხვდნენ 1992 წლის 1 იანვარს ის პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი პოლიტიკურ პროცესებში? ამის თაობაზე ...
№10 2002-12-29
კვირას
იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში თავისუფლებააღკვეთილი პირები ახალი წლის დადგომას ისევე განსაკუთრებულად ელიან, როგორც ჩვეულებრივ, ციხის გარეთ. თუმცა, ახალ წელთან მათი შეხვედრა ჩვეულებრივზე უფრო არაჩვეულებრივია, თუნდაც იმიტომ, რომ "თავისუფლებაზე" გასვლის თარიღი ერთი წლით ახლოვდება.
ახალი წლისათვის მზადებას მსჯავრდებულები ერთი თვით ან კიდევ უფრო ადრე იწყებენ. თავდაპირველად, მათთვის მთავარ პრობლემას ახალი წლის ღამეს ...
№10 2002-12-29
კვირას
მიუხედავად ქართველების ჩვეული სიზარმაცისა, არსებობს ისეთი სამსახურები, რომლებიც ახალ წელსაც არ წყვეტენ მუშაობას. მეტიც, ბევრისთვის 31 დეკემბერი ერთ-ერთი სამორიგეო ღამეა.
ალო, გილოცავთ ახალ წელს...
ვარდო თაბუკაშვილი, სატელეფონო სადგურის, 34-ის უფროსი ინჟინერი: "პრაქტიკულად, ახალი წელი ჩემთვისაც სტუდენტობიდან მოყოლებული დღესასწაული არ არის. მაშინ 2 ან 3 იანვარს ყოველთვის გამოცდები გვქონდა და ახალ წელს ჭიქების ნაცვლად წიგნებს ვუჭახუნებდით ...
№10 2002-12-29
კვირას
მე რომ არ გითხრათ და არ მოგახაროთ, თქვენც კარგად ხედავთ: ახალი წელი მოგვდგომია კარს. დამეთანხმებით, ყველა დღესასწაული კარგია, მაგრამ ახალი წელი მათ შორის განსაკუთრებულია. ქეიფი და დოლის ცემა იქით იყოს, 31 დეკემბერს დიდი და პატარა განსაკუთრებული განწყობით ელოდება. პატარებს ჯერ კიდევ სჯერათ, რომ ღამით, როცა მათ სძინავთ, ქარისა და ყინვის მიუხედავად, კეთილი თოვლის ბაბუა არაფერს შეეპუება და მათი გულების გასახარად ნაძვის ხის ძირში სათამაშოებს დააწყობს. ...
კალენდარი
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
გაზეთები
















































































მთავარი
კონტაქტი




2010